ISGEORGIATRAVEL.GE
ISGEORGIATRAVEL.GE
რეკლამა
ჩვენ შესახებ

აი ეს ჯორჯია

თუ თქვენ გაინტერესებთ ნამდვილად უნიკალური ტური - რაიმე სავსებით ახალი და ამავე დროს ძველი, მაშინ ტურ ოპერატორი "აიესჯორჯია" სწორედ ის არის რასაც თქვენ ეძებთ: ჩვენ გირჩევთ ეწვიოთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას საქართველოს და სამხრეთ კავკასიას. ქვეყანა, რომელიც არის ოქროს მინდვრების, ღვინის, მგზნებარე ცეკვებისა და მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერების სამშობლო, ადგილი, რომელიც მშობლიურია ყველასათვის, სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს, აღმოაჩინოს რაიმე ახალი, რის გარეშეც ცხოვრება იქნებოდა არასრული. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ, ნახოთ, შეიგრძნოთ და აიხდინოთ თქვენი ოცნებები, აქციოთ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად, გაეცნოთ ქართველ ადამიანებს, რომლებშიც უძველესი გენი და ცივილიზაცია თანაბრადაა შერწყმული ულტრა–თანამდეროვე ცხოვრებასთან, შეხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც გამოირჩევიან სულგრძელობით და უძველესი სტუმართმოყვარეობის ინსტინქტით. აირჩიეთ ან შექმენით თქვენი საკუთარი ტური: კულტურული და სათავგადასვლო, ღვინისა და გურმანების, მომხიბვლელი და ექსკლუზიური, საოჯახო და ახალგაზრდული, ექსტრემალური, ხეტიალისა და ცხენით ჯირითის ტურები, ალპური და სპელეოლოგიური ტურები, ჯომარდობისა და ნადირობის ტურები, იუნესკოს დაცული ტერიტორიებისა და თბილისის ტურები, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტურები, შავი ზღვისა და მაღალი მთის, აბრეშუმის გზის და პირველი ევროპელების ტურები! მაქსიმალური სიზუსტე და სიამოვნება, ოპტიმალურად დაგეგმილი ტურები ყოველი კონკრეტული ტური ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე იგეგმება, იქნება ეს ახალგაზრდული, სასკოლო, სტუდენტური, ბიზნესდელეგაციის, კერძო კომპანიის თანამშრომლებისა თუ უცხოელ სტუმართა ჯგუფი. ხალისიანად და სასიამოვნოდ გაატარეთ თქვენი არდადეგები, უფრო ახლოს გაიცანით ჩვენი გრანდიოზული ისტორია და კულტურა, იმოგზაურეთ წარსულში, დატკბით უნიკალური ქართული ბუნებითა და დიდებული ლანდშაფტებით, ესტუმრეთ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებსა და ხელოვნების ნიმუშებს, მოუსმინეთ უძველეს, მრავალთაობაშემონახულ ხალხურ ფოლკლორს, გაიზიარეთ ქართული ცეკვების მგზნებარე ტემპერამენტიტური აგრეთვე იძლევა უნიკალურ საშუალებას გაიცნოთ თქვენი თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც ჯგუფში თქვენთან ერთად მოგზაურობენ. თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ კომპანია აი ეს ჯორჯიას ინდივიდუალური ტურ-პაკეტები, რომლებიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ თქვენთვის, მორგებული იქნება თქვენს სასურველ დროსა და მიმართულებაზე, გათვალისწინებული იქნება თქვენი ინტერესები და სურვილები. პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, "აი ეს ჯორჯია".