ISGEORGIATRAVEL.GE
ISGEORGIATRAVEL.GE
ფასი
450
410

7 დღიანი ზღაპარი საქართველოში

ტურის მარშუტი : ქუთაისი - ზუგდიდი - მარტვილი - ვარძია - ბორჯომი - ბათუმი - ქუთაისი
დღე 1 ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე

თავისუფალი დღე ქუთაისში და ღამისთევა სასტუმროში

დღე 2 ტური ქუთაისში

საუზმე სასტუმროში

ექსკურსია ქუთაისში თქვენ მოინახულებთ ქალაქის მშვენება - ბაგრატის ტაძარს (რომელიც მე11 საუკუნეში დაარსდა და იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი) გელათის მონასტერს (რომელიც მე12 საუკუნით თარიღდება და ასევე იუნესკოს მემკვიდრეობას წარმოადგენს). სათაფლიის გამოქვაბულს სადაც 1933 წელს აღმოჩინეს დინოზავრის ნაკვალევი (შესვლის საფასური შეადგენს ერთ ადამიანზე 3-5 $)

სასტუმროში დაბრუნება

დღე 3 ქუთაისი ზუგდიდი მარტვილი ქუთაისი

საუზმე სასტუმროში

გამგზავრება და ექსკურსია ქალაქ ზუგდიდში. სადაც თქვენ მოინახულებთ დადიანების საგვარეულო სასახლეს, რომელიც დაარსებულია 1921 წელს და 50000 ამდე დაცულ სამუზეუმო ექსპონანტს ინახავს. ულამაზეს მარტვილის კანიონს სადაც საშუალება გექნებათ 300 მეტრიანი ეგზოტიკური მონაკვეთი ნავით დაათვალიეროთ და დატკბეთ ბუნების საოცრებით.

ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში

დღე 4 ქუთაისი ვარძია ბორჯომი ქუთაისი

საუზმე სასტუმროში

გამგზავრება და ექსკურსია ბორჯომის მიმართულებით, სადაც თქვენ მოგეცემათ საშუალება დააგემოვნოთ ბორჯომის სამკურნალო, მინერალური მჟავე წყალი. გაისეირნოთ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე - პარკში და დატკბეთ მისი ულამაზესი ხედებით. მოინახულებთ კლდეში ნაკვეთი საოცრება - ვარძია, რომელიც 12-13 საუკუნით თარიღდება

გამომგზავრება და ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში

დღე 5 ქუთაისი ბათუმი

საუზმე სასტუმროში

გამომგზავრება მზიან ბათუმში და განთავსება სასტუმროში. თქვენ საშუალება გექნებათ დატკბეთ კავკასიის ერთ-ერთი უმშვენიერესი საზღვაო კურორტით ბათუმით. გაისეირნოთ ბულვარში და ისიამოვნოთ მზის ჩასვლის საოცარი სანახაობით

ღამისთევა ბათუმის სასტუმროში

დღე 6 ბათუმი

საუზმე სასტუმროში

რადგანაც 1 დღე ბათუმით ტკბობისთვის საკმარისი არ არის საშუალება გექნებათ დარჩეთ ამ ულამაზეს ქალაქში და ისიამოვნებთ მცხუნვარე მზით.(სურვილისამებრ შესალებელია იმდენ დღეს დარჩეთ რამდენიც მოგესურვებათ)

ღამისთევა ბათუმის სასტუმროში

დღე 7 ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტამდე


ფასში შედის:
ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში
ღამისთევა ბათუმის სასტუმროში
საუზმე სასტუმროში
გიდის მომსახურება
1 ბოთლი მინერალური წყალი ყოველდღე
ტრანსპორტის მომსახურეობა

ფასში არ შედის:
ავიაბილეთები
დაზღვევა
შესვლის საფასურები
ჯიპებით მომსახურება

ფასები მოცემულია ლარში 3* სასტუმროში ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ერთადგილიანი ნომრის შემთხვევაში დაემატება 150 $
4 * სასტუმრო ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში + 150 $
4 * სასტუმრო ერთ ადამიანზე ერთადგილიან ნომერში + 250 $
დაჯავშნე - და ჩვენ დაგიკავშირდებით
სახელი გვარი
მობილური
იმეილი
შეფასების გაკეთება
კოდის განახლება