ISGEORGIATRAVEL.GE
ISGEORGIATRAVEL.GE
ფასი
650
590

10 დღიანი ტური

ტურის მარშუტი : თბილისი ყაზბეგი ანანური გუდაური სიღნაღი ყვარელი მცხეთა გორი უფლისციხე ზუგდიდი მარტვილი ვარძია ბორჯომი თბილისი
დღე 1 ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე

თავისუფალი დღე თბილისში და ღამისთევა სასტუმროში

დღე 2 ტური თბილისში

საუზმე სასტუმროში

ექსკურსია ქალაქ თბილისში: თქვენ მოინახულებთ ძველი თბილისის გოგირდის აბანოებს, ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიებს, სომხური გრეგორიანული ტაძრებს, ებრაულ სინაგოგას, თურქული მეჩეთეს . სამების საკათედრო ტაძარს. კლდეზე აღმართულ მე-12-ე საუკუნით დათარიღებულ მეტეხის ტაძარს, რომლის ეზოსაც ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის ცხენზე ამხედრებული ძეგლი ამშვენებს. ნარიყალას, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც თბილისს დაარსების დღიდან ამშვენებს

ღამისთევა სასტუმროში

დღე 3 თბილისი ყაზბეგი ანანური გუდაური თბილისი

საუზმე სასტუმროში.

ექსკურსია ყაზბეგში. გზად ყაზბეგში მოინახულებთ ანანურის ულამაზეს ისტორიულ ციხეს, ჟინვალის წყალსაცავს. ასევე გერგეთის სამების ტაძრს რომელიც ზღვის დონიდან 2170 მეტრზე მდებარეობს. (გერგეთის ტაძრამდე საჭიროა ჯიპის ტიპის ავტომობილი ჯიპით სარგებლობის საფასური შეადგენს 15 $ ერთ კაცზე). გზად გამოივლით სათხილამურო კურორტ გუდაურს

ღამისთევა სასტუმროში

დღე 4 თბილისი სიღნაღი ყვარელი თბილისი

საუზმე სასტუმროში

ექსკურსია ღვინის მხარე კახეთში, სადაც თქვენ მოინახულებთ სიყვარულის ქალაქ -მუზეუმს სიღნაღს . უძველესი ისტორიის და კულტურის მქონე ქალაქ ყვარელს, სადაც საშუალება გექნებათ დავათვალიეროთ გრემისა და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსები და ილიას ულამაზესი ტბა. ესტუმრებით ღვინის მარანს სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ღვინის დაგემოვნება და ნაციონალური კერძების მასტერკლასი

გამომგზავრება და ღამისთევა თბილისის სასტუმროში

დღე 5 თბილისი მცხეთა გორი უფლისციხე ქუთაისი

საუზმე სასტუმროში.

ექსკურსი საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში სადაც თქვენ მოინახულებთ ჯვრის მონასტერს. სვეტიცხოვლის ტაძარს. გავემგზავრებით ქალაქ გორში სადაც მოინახულებთ იოსებ სტალინის სახლმუზეუმს (შესვლის საფასური - 5 $ ) . უფლისციხის კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქს, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-2 ათასწლეულით თარიღდება (შესვლის საფასური - 3 $ ) გავემგზავრებით ქალაქ ქუთაისიში.

ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში

დღე 6 ტური ქუთაისში

საუზმე სასტუმროში

ექსკურსია ქუთაისში თქვენ მოინახულებთ ქალაქის მშვენება - ბაგრატის ტაძარს (რომელიც მე11 საუკუნეში დაარსდა და იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი) გელათის მონასტერს (რომელიც მე12 საუკუნით თარიღდება და ასევე იუნესკოს მემკვიდრეობას წარმოადგენს). სათაფლიის გამოქვაბულს სადაც 1933 წელს აღმოჩინეს დინოზავრის ნაკვალევი. (შესვლის საფასური შეადგენს ერთ ადამიანზე 3-5 $)

სასტუმროში დაბრუნება

დღე 7 ქუთაისი ზუგდიდი მარტვილი ქუთაისი

საუზმე სასტუმროში

გამგზავრება და ექსკურსია ქალაქ ზუგდიდში. სადაც თქვენ მოინახულებთ დადიანების საგვარეულო სასახლეს, რომელიც დაარსებულია 1921 წელს და 50000 ამდე დაცულ სამუზეუმო ექსპონანტს ინახავს. ულამაზეს მარტვილის კანიონს სადაც საშუალება გექნებათ 300 მეტრიანი ეგზოტიკური მონაკვეთი ნავით დაათვალიეროთ და დატკბეთ ბუნების საოცრებით

ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში

დღე 8 ქუთაისი ვარძია ბორჯომი ქუთაისი

საუზმე სასტუმროში

გამგზავრება და ექსკურსია ბორჯომის მიმართულებით, სადაც თქვენ მოგეცემათ საშუალება დააგემოვნოთ ბორჯომის სამკურნალო, მინერალური მჟავე წყალი. გაისეირნოთ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე - პარკში და დატკბეთ მისი ულამაზესი ხედებით. მოინახულებთ კლდეში ნაკვეთი საოცრება - ვარძია, რომელიც 12-13 საუკუნით თარიღდება

დღე 9 ქუთაისი

თავისუფალი დღე ქუთაისში.

დღე 10 ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტამდე

ფასში შედის:
ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
ღამისთევა თბილისის სასტუმროში
ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში
საუზმე სასტუმროში
გიდის მომსახურეობა
1 ბოთლი მინერალური წყალი ყოველდღე
ტრანსპორტის მომსახურეობა

ფასში არ შედის:
ავიაბილეთები
დაზღვევა
შესვლის საფასურები
ჯიპებით მომსახურება

ფასები მოცემულია ლარში 3* სასტუმროში ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ერთადგილიანი ნომრის შემთხვევაში დაემატება 200 $
4 * სასტუმრო ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში + 200 $
4 * სასტუმრო ერთ ადამიანზე ერთადგილიან ნომერში + 400 $
დაჯავშნე - და ჩვენ დაგიკავშირდებით
სახელი გვარი
მობილური
იმეილი
შეფასების გაკეთება
კოდის განახლება