ISGEORGIATRAVEL.GE
ISGEORGIATRAVEL.GE

მთაგორიანი საქართველო

ტურის მარშუტი : ქუთაისი - ზუგდიდი - მარტვილი - ვარძია - ბორჯომი - სვანეთი - ლენტეხი - უშგული - მესტია - ქუთაისი
დღე 1 ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე

თავისუფალი დღე ქუთაისში და ღამისთევა სასტუმროში

დღე 2 ტური ქუთაისში

საუზმე სასტუმროში

ექსკურსია ქუთაისში თქვენ მოინახულებთ ქალაქის მშვენება - ბაგრატის ტაძარს (რომელიც მე11 საუკუნეში დაარსდა და იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი) გელათის მონასტერს (რომელიც მე12 საუკუნით თარიღდება და ასევე იუნესკოს მემკვიდრეობას წარმოადგენს). სათაფლიის გამოქვაბულს სადაც 1933 წელს აღმოჩინეს დინოზავრის ნაკვალევი. (შესვლის საფასური შეადგენს ერთ ადამიანზე 3-5 $)

სასტუმროში დაბრუნება

დღე 3 ქუთაისი ზუგდიდი მარტვილი ქუთაისი

საუზმე სასტუმროში

გამგზავრება და ექსკურსია ქალაქ ზუგდიდში. სადაც თქვენ მოინახულებთ დადიანების საგვარეულო სასახლეს, რომელიც დაარსებულია 1921 წელს და 50000 ამდე დაცულ სამუზეუმო ექსპონანტს ინახავს. ულამაზეს მარტვილის კანიონს სადაც საშუალება გექნებათ 300 მეტრიანი ეგზოტიკური მონაკვეთი ნავით დაათვალიეროთ და დატკბეთ ბუნების საოცრებით

ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში

დღე 4 ქუთაისი ვარძია ბორჯომი ქუთაისი

საუზმე სასტუმროში

გამგზავრება და ექსკურსია ბორჯომის მიმართულებით, სადაც თქვენ მოგეცემათ საშუალება დააგემოვნოთ ბორჯომის სამკურნალო, მინერალური მჟავე წყალი. გაისეირნოთ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე - პარკში და დატკბეთ მისი ულამაზესი ხედებით. მოინახულებთ კლდეში ნაკვეთი საოცრება - ვარძია, რომელიც 12-13 საუკუნით თარიღდება

გამომგზავრება და ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში

დღე 5 ქუთაისი სვანეთი ლენტეხი უშგული

საუზმე სასტუმროში

ექსკურსია სვანეთში. საშუალება გექნებათ ლენტეხის გავლით მოინახულოთ ულამაზესი თემი უშგული, რომლის ერთ-ერთი სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ამ ადგილას 30 ამდე სვანური ტიპის თავდაცვითი კოშკია თავმოყრილი. გამორჩეული ხალხი, მარადმწვანე მთები და უგემრიელესი სამზარეულო, ეს სვანეთის სავიზიტო ბარათია.

ღამისთევა უშგულის საოჯახო სასტუმროში

დღე 6 უშგული მესტია უშგული

საუზმე სასტუმროში

ექსკურსია მესტიაში. სვანეთის კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია მესტიის მუნიციპალიტეტი. თქვენ დაათვალიერებთ ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრები ხალხის კულტურას. გაეცნობით და დააგემოვნებთ მათ კულინარიულ შედევრებს. კიდევ ერთ დღეს გაატარებთ სამოთხეში.

გამომგზავრება და ღამისთევა უშგულის სასტუმროში

დღე 7 ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტამდე

ფასში შედის:
ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში
ღამისთევა უშგულის სასტუმროში
საუზმე სასტუმროში
გიდის მომსახურეობა
1 ბოთლი მინერალური წყალი ყოველდღე
ტრანსპორტის მომსახურეობა

ფასში არ შედის:
ავიაბილეთები
დაზღვევა
შესვლის საფასურები
ჯიპებით მომსახურება

ფასები მოცემულია ლარში 3* სასტუმროში ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ერთადგილიანი ნომრის შემთხვევაში დაემატება 150$
4 * სასტუმრო ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში + 150 $
4 * სასტუმრო ერთ ადამიანზე ერთადგილიან ნომერში + 250 $
დაჯავშნე - და ჩვენ დაგიკავშირდებით
სახელი გვარი
მობილური
იმეილი
შეფასების გაკეთება
კოდის განახლება